|
2022-10-17 18:51:23, 1378 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილის საკითხმა PACE-ის რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა
სააკაშვილის საკითხმა PACE-ის რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. "საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში, რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 - მა დაუჭირა მხარი.. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)