|
2022-10-17 15:38:10, 1201 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა კახა კალაძეზე - არა, არ უნდა აიღოს პასუხისგებლობა
არა, არ უნდა აიღოს, - "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერმა პასუხისგებლობა არ უნდა აიღოს. მისი თქმით, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნები მიუთითებს იმაზე, რომ მათი ამოცანა არის "შოუ დადგან" "არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე და ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა რა არის - ამოცანა არის შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ", - ამბობს ზარქუა. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)