|
2022-10-17 12:22:43, 1491 ნახვა
მსოფლიო
კიევში დრონებით დაბომბვას საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება მოჰყვა - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც დილის საათებში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს, აფეთქება მოხდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. კლიჩკოს განცხადებით, კორპუსის ნანგრევებიდან 18 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა ნანგრევებში ორი ადგილობრივი მცხოვრები ისევ რჩება. "ამ დროისთვის18 ადამიანია გამოყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება ორი მცხოვრები. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები", - ამბობს კლიჩკო. ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს. შევჩენკოს რაიონში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა კიევში რკინიგზის სადგურთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)