|
2022-10-17 11:57:50, 1079 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთი ომს მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით აგებს
რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, ის მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით აგებს ომს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით, შესაბამისად განხიხილება არსებულ მდგომარეობა და მიღებული იქნება საჭირო ზომები. „დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“,- განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი შეხვედრას გამართავს, რომელსაც ასევე დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)