|
2022-10-17 11:37:03, 1016 ნახვა
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია მოუწოდებენ ევროკავშირს, საერთაშორისო პარტნორებთან ერთად დაეხმაროს უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში, რათა რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი აგოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრიბუნალმა რუსეთის მიერ ომში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს. "წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება ის ქმედებები, რომლებიც არღვევს მას ყველაზე აშკარად - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაული", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა პარიზში გამართულ კონფერენციაზე - „ომი და სამართლი". ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარდა, მოითხოვა, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს გაასამართლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)