|
2022-10-17 10:46:39, 1017 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება. როგორც უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი რევენკომ "ტვიტერში" დაწერა, ბელარუსში სამხედრო მოსამსახურეებმა შესვლა უკვე დაიწყეს. "ბელარუსში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება", - წერს რევენკო. შეგახსენებთ, ბელარუსში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი (CTO) „მეზობელი სახელმწიფოების“ შესაძლო „პროვოკაციების“ ცნობების შემდეგ. პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხის გამო, რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)