|
2022-10-17 10:12:52, 967 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთი ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ უკრაინაში იომებენ
ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ფრონტის ხაზზე ცხელ წერტილად ბახმუტი და სოლედარი რჩება. "წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ბოლო დღის განმავლობაში. დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, იქ ძალიან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ. მსოფლიოში კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, ღირს თუ არა რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება? მგონი, არა", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)