|
2022-10-15 20:56:39, 4934 ნახვა
პოლიტიკა
პორტუგალიის პრემიერი - უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან
უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. „ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს, რომ იმედი არ უნდა გავუცრუოთ მათ მოლოდინებს. ჩვენ თუ ძალიან სერიოზულად არ მივუდგებით ამ პროცესს, მოლოდინების იმედგაცრუებისთვის მომავალში უკუშედეგით დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს – პირველ რიგში, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმებისთვის, თუმცა ევროკავშირს ასევე სჭირდება საკუთარი ინსტიტუტების რეფორმა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო, ჩვენი ამჟამინდელი წესებით, ვერ შევძლებთ ახალი წევრების მიღებას. ჩვენ თუ გვსურს, ვიყოთ სერიოზულები და იყოს შედეგი მიწვევისას, გვჭირდება ძლიერი ევროპული საყრდენები, რათა მივიღოთ ეს ახალი წევრები ჩვენს ოჯახში და მათ აქ ელოდებიან“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა. ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის მიმდინარეობას, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ესწრება. „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) წევრია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)