|
2022-10-15 13:25:40, 1643 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის
გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ ჯო ბაიდენს, კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. „გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, უკრაინისთვის კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, 725 მილიონი დოლარის ოდენობით. ჩვენ მივიღებთ, კერძოდ, HIMARS-სთვის და არტილერიისთვის საჭირო საბრძოლო მასალას. შესანიშნავი საჩუქარია უკრაინის დამცველთა დღისთვის! რუსი აგრესორი დამარცხდება, უკრაინა თავისუფალი იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა. ბაიდენის თქმით, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)