|
2022-10-15 10:22:03, 1069 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში, ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელსაც სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცოას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაღაროში აფეთქება გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა - ადგილზე, დაახლოებით, 110 ადამიანი 300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, მაღაროდან 11 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. . შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოლუს ცნობით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმის ადგილზე მოხდა - 49 ადამიანი 300-დან 350 მეტრის სიღრმის ტერიტოიაზე "სარისკო" ზონაზე მუშაობდნენ. "არიან ადამიანები, რომელთა ადგილიდან გამოყვანასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ",- განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)