00:03 - 23 Jul, 2026
|
2022-10-14 17:39:46, 1220 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება
ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ საჭირო 300 ათასი ადამიანიდან 222 ათასი ადამიანი ქვედანაყოფში უკვე გაგზავნეს, თავდაცვის სამინისტროდან კი, მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, დამატებითი წინადადებები არ წამოსულა. "როცა სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყო, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)