|
2022-10-14 13:57:30, 1158 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტების 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, ვინაიდან მათი აზრით, ის სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. "ყველაზე მეტ შეშფოთებას კანონის 29-ე მუხლის იწვევს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1 დან 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- წერს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)