|
2022-10-14 13:52:31, 1076 ნახვა
მსოფლიო
რეზნიკოვი - რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია
რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა "ტვიტერში" დაწერა, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. "რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ასობით მაღალი სიზუსტის რაკეტის გამოყენებით აგრესორი სახელმწიფო ამცირებს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უნარს. ორი დასკვნა: რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია; რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა", - წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)