|
2022-10-14 13:19:33, 1151 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა 30 ათასი მოკლული ოკუპანტი დაკრძალეს
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა 30 ათასი მოკლული ოკუპანტი დაკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, რუსები ქალაქში მარხავენ ოკუპანტებს, ბოევიკებსა და მობილიზებულ ადამიანებს, რომლებმაც სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. "რუსებმა შეიმუშავეს პრაქტიკა, რომ ოკუპანტების ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაიტანონ - მათ ყირიმში ან წინა ხაზზე მდებარე დასახლებებში კრძალავენ. ლიკვიდირებული ოკუპანტების ნაწილი ბელარუსში - გომელში, რუსეთში - კურსკსა და ბელგოროდში დაკრძალეს. სამხრეთის კოლოსალურმა დანაკარგებმა კი, ოკუპანტები აიძულა, კიდევ ერთი სამარხი გაეთხარათ. სევასტოპოლის სასაფლაოზე ოკუპანტებს ხშირად უსახელო საფლავებში ასაფლავებენ. ყირიმის საავადმყოფოებში დაღუპული დამპყრობლებიც სევასტოპოლში დაკრძალეს", - წერს უკრაინული მედია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)