|
2022-10-14 12:14:19, 1213 ნახვა
საზოგადოება
„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში“ - ექიმი 13 წლის ბიჭის მდგომარეობაზე
13 წლის ბიჭი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა რეანიმატოლოგმა, გიორგი კვიცინაძემ განაცხადა, მოზარდი მედიკამენტური ძილის მდგომარეობაშია, თუმცა ის, რომ 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, მნიშვნელოვანია. “ჯერ-ჯერობით იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში. ჰქონდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჯერად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, ჩაუტარდა კვლევები, ამ დრომდე თავის ტვინის რაიმე პათოლოგია არ აღინიშნება და ის რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა ეს მნიშვნელოვანია. ტრასპორტირებას რაც შეეხება, გარკვეული რისკები იქნება, იმიტომ რომ პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირება გამორიცხული არ არის”, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)