|
2022-10-13 16:03:49, 1026 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა“ - 13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, ნორმის ფარგლებშია
13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა, დავით ცაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე. "ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომელზეც ვიცით და ველოდებით და მზად ვართ ამ გართულებებისთვის. რა იქნება მომავალში არ ვიცით. ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე, გონებადაბინდულია, იყო ელექტროტრავმა, მოხდა ინტუბაცია და მერე მოხდა ჩვენთან გადმოყვანა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)