00:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 14:30:52, 942 ნახვა

მსოფლიო
„სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“ - ერდოღანი ყაზახეთში კონფერენციას პუტინთან ერთად ესწრება

ჩვენი პრიორიტეტია, რომ სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, -  ამის შესხებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. 

"თითოეული ჩვენგანი გრძნობს უკრაინის კრიზისის რეგიონულ და გლობალურ გავლენას... ადგილზე არსებული ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, -", - თქვა ერდოღანმა გამოსვლისას.

ერდოღანი და პუტინი, სავარაუდოდ, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის (CICA) სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა, გაეროს შუამავლობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსკოვსა და კიევს შორის ამ ზაფხულს გაფორმებულ შეთანხმებაში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მარცვლეულის გადაზიდვის განახლება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics