|
2022-10-08 14:23:14, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)