|
2022-10-07 19:31:54, 1572 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - 2023 წლის გაზაფხულზე ჩვენ 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ
2023 წლის გაზაფხულზე ჩვენ 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ. - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ TV იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მანამდე საწარმო დელტამ თავდაცვის ძალებს 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა გადასცა. "ჩემმა მოადგილემ გუშინ თურქულ მხარესთან ხელი მოაწერა, რის შედეგადაც, 2023 წლის გაზაფხულზე ჩვენ 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ. მანამდე, იცით, რომ საწარმო დელტამ თავდაცვის ძალებს 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა გადასცა. თქვენ იცით, წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ძალებს რა ბიუჯეტიც ჰქონდა, მაგრამ ამას კონკრეტული მიზანი გააჩნდა. ეს კორუფციის წყარო იყო, მეტი არაფერი. ის კომფორტი იყო შექმნილი, რომ შეძლებოდათ, ხელი ადვილად მოეთბოთ. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა". - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)