|
2022-10-07 16:35:46, 1161 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი დისკუსიისთვის
მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი დისკუსიისთვის, ანუ სამმაგი ფორმატით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა დასძინა, რომ პლატფორმის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა. აზერბაიჯანის ასახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების როლი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე. მან ხაზი გაუსვა ამ პრინციპის მიმართ თანაბარი მიდგომის მნიშვნელობას და მის უპირატესობებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში და ასევე აღნიშნა ამ პრინციპთან მიმართებაში შერჩევითი მიდგომების მიტოვების მნიშვნელობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)