|
2022-10-07 14:57:38, 1179 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ მესამედ ჩატარდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე, გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი. ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)