13:35 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 12:13:04, 1085 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში - ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

უწყების ცნობით, ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics