|
2022-10-06 14:38:33, 1643 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე. მისი ინფორმაციით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება – უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. „როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. აღნიშნულ თემაზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე მოხსენების დროს ისაუბრა. მისი განცხადებით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. „2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102.0 პროცენტით გაიზარდა და 922.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 62.5 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5 პროცენტს გაუტოლდა“, – განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს, რომელიც, მისი თქმით, გაძლიერდა 2022 წელს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე (პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით) 94.6 პროცენტი იყო, ხოლო შემოსავლებმა 2,141.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისსა და აგვისტოში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, როცა იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი. „სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. მისი ინფორმაციით, ამ მაჩვენებელმა 17.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)