|
2022-10-06 13:04:26, 1762 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან, მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ნადია დუმბაძესა და გულნაზ ცეცხლაძეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და მომავალი თაობის განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ნადია დუმბაძემ, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, წანკალაურის საბაზო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1962 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობა გააგრძელა ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში და 50 წელზე მეტი მუშაობადა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის სკოლის დირექტორად. ნადია დუმბაძე არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული პროფესიაში და ამავდროულად მრავალშვილიანი ოჯახის კარგი დედა. გულნაზ ცეცხალძემ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდებ, 1967 წლიდან მუშაობა დაიწყო ზემოხევის საბაზო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად და დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 7 ოქტომბერს გუგული ცეცხლაძეს 81 წელი შეუსრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)