|
2022-10-05 22:11:40, 1457 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ამერიკელი ექიმი - მისი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ექიმმა, მასიმო დი ანჯელომ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული. "ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის პალატაში შეიჭრა პროკურატურა და შეეცადნენ სხდომის გამართვას, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე დაკარგა გონება. ეს არ არის პირველი, მას გონების დაკარგვა უფიქსირდება შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეულია მოულოდნელი თავდასხმებით. დღეს შევიდა ამერიკელი ნევროლოგი, რომელმაც საგანგაშო სურათი დაინახა, მისი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება, პარამეტრები არის ზღვარზე, რის შემდეგაც კოლაფსი გველოდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)