|
2022-10-05 19:05:07, 1202 ნახვა
პოლიტიკა
დოროყაშვილი - ბასილაშვილის ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, სარჩელს მოვამზადებ
ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, სარჩელს მოვამზადებ. - ამის შესახებ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სიცრუე და ცილისწამებაა ის განცხადებები, რომელიც ბასილაშვილის დედამ სასამართლოს სხდომაზე გაავრცელა. "მე არ მქონია სხვა მოლოდინი, დაცვის მხარის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, ბრალს არ აღიარებს. ბუნებრივია სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას - რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე". - ნათქვამია განცხადებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი მის სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)