|
2022-10-05 15:42:32, 1151 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი დეოლიგარქიზაციაზე - პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც, კანონში არავის სახელი და გვარი არ ჩაიწერება
პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც და ხალხისაც - შიგნით სახელი და გვარი არავისი არ ჩაიწერება, უკრაინული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ვინც მოყვება ამ სიაში, მოყვება,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, „ოპოზიციას უნდა, რომ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი ჩაიწეროს კანონში და ეგეთი კანონი არ იწერება არცერთ ქვეყანაში, რომ სახელს და გვარს ეხებოდეს“. „ოპოზიციას უნდა, რომ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი ჩაიწეროს კანონში და ეგეთი კანონი არ იწერება არცერთ ქვეყანაში, რომ სახელს და გვარს ეხებოდეს. და უკრაინული კრიტერიუმებით, რაც ეხლა ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი კრიტერიუმი ეხება და 4-დან 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ოლიგარქის სიაში შეიძლება, მოჰყვეს. პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც და ხალხისაც - შიგნით სახელი და გვარი არავისი არ ჩაიწერება, უკრაინული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ვინც მოყვება ამ სიაში, მოყვება",- განაცხადა დავითულიანმა. შეგახსენებთ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს აუცილებელია შეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)