|
2022-10-03 20:53:11, 1091 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ
რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ. ათი პროცენტი გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე, დღეს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ბატონი რომანი ამ საქმიანობით არის დაკავებული - მოკრავს ყურს რაღაცას, კარგად ვერ იგებს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ ,,ხალხის ძალის’’ წევრები, მოძრაობის გაფართოებასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებენ, მდინარაძემ რომან გოცირიძის მიერ არასწორად გაგებული ინფორმაცია უწოდა. ,,გაახმოვანა ის ინფორმაცია, რასაც მოჰკრა ყური და შემდეგ განავრცო. როდესაც იქნება გადაწყვეტილება, მაშინ გაიგებთ. აქედან გამომდინარე, მე თქვენი კითხვის საპასუხოდ არ ვაპირებ რაიმე კონკრეტიზაციის შემოტანას. ბატონი რომანის ინფორმაციას, შეგიძლიათ, ათ პროცენტს ხანდახან ენდოთ. დარწმუნებით კი არა, მე ზუსტად ვიცი ყველაფერი. ვერ გეტყვით, თუ არ გეტყვით, ეს მე უკვე გითხარით. როცა იქნება შესაბამისი სვლები, თუ ცვლილებები, თქვენ ამას გაიგებთ,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)