|
2022-10-03 20:47:51, 943 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭაშის რეგიონშიც განხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭაშის რეგიონშიც განხორციელდება. „ჩვენი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას და მათ შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობა, მეტი სტიმული მივცეთ კერძო საწარმოებს, სრულად შეიძინონ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში მინიმუმამდე შემცირდეს. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის - 4 ლარის ოდენობით. როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველი ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ რთველი რაჭის რეგიონში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება და პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1500-1700 ტონის ფარგლებშია. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)