|
2022-10-01 12:55:22, 920 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა
სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭიდაო არენის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, გადაიხურება სახურავი, მოეწყობა მსაჯის მაგიდა და დამონტაჟდება მაყურებლის სკამები. საჭიდაო არენის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შპს „ქართული სახლი“-ს მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 39 939 ლარია. ვახტანგ მაისურაძის განცხადებით სოფელ ლამისყანაში ქართული ჭიდაობა ტრადიციული და პოპულარული სპორტის სახეობაა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. მერიის მიზანი კი მათი სპორტული მიღწევებისთვის ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)