|
2022-10-01 10:53:59, 1187 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები
საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს ჯავშანჟილეტით და ავტომატით. „ტყვეობის 365 დღე ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა-როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!… ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა. საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან. თავისუფლება, ან სიკვდილი!“,- წერს სააკაშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)