|
2022-09-30 10:47:40, 656 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა და იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. გასული წლების განმავლობაში გატარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები გენდერული კუთხით ჩვენი მიდგომის საუკეთესო ილუსტრაციაა. ჩვენი პოლიტიკა ემყარება ოთხ პრინციპს: ძალადობის თავიდან აცილება, მსხვერპლთა დაცვა, ეფექტური გამოძიება და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება სრულყოფილად არის ასახული სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და თემატურ სამოქმედო გეგმებში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი. დუბლინის კონფერენციის ფარგლებში ოჯახში, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის შესახებ დეკლარაციას მიიღებენ. დეკლარაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული მექანიზმები; ყურადღება გაამახვილონ მოძალადეთა რეაბილიტაციასა და ძალადობრივი ქცევის კორექციაზე, ასევე, მოუწოდებენ სახელმწიფოებს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისკენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)