|
2022-09-29 22:15:37, 906 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები. "რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, პირდაპირ შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ისინი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას. კრიტიკას როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)