|
2022-09-29 19:23:25, 830 ნახვა
პოლიტიკა
მუხთარლი - ჩვენ მოვითხოვთ მინისტრი ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას
ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა განაცხადა. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ მისი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. "ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჩემი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. ახლა გომელაური შს მინისტრია და მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს გენერალურ პროკურორზე. მე მინდოდა, დაწვრილებით გავცნობოდი სოსო გოგაშვილის ჩვენებებს, რაზეც თავდაპირველად პროკურატურამ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, როდესაც მივედით პროკურატურაში, ამაზე უარი გვითხრეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიღებულ იქნა მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ გომელაურის შენარჩუნება უნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც მინისტრი თავად არ მიდის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს არ მოხდა"- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)