10:23 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 17:48:41, 999 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო, საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან  და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

"ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. 

"მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ ვიზიტისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics