|
2022-09-28 10:20:58, 1280 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი კარდინი - თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს, მაშინ საქართველო და მოლდოვა შემდეგი მსხვერპლი იქნებიან
ქართველებმა იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა "ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი". "ბატონ პუტინს ნამდვილად ვუფასებთ იმას, რომ ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობა მოიტანა. მათ შორის, ეს მოხდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ევროპაშიც. [საქართველოს] ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე იქ დგანან. ქართველებმა იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც. ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი",- აცხადებს სენატორი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)