|
2022-09-27 17:50:19, 967 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს პრეზიდენტთან ისაუბრა
Eurojust-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრისას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შესანიშნავ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მტკიცე სექტორული თანამშრომლობა ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ პროცესი უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის დადებითად დასრულდება. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს უწყებებს შორის სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე. რატი ბრეგაძე ლადისლავ ჰამრანს იუსტიციის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა. ინფორმაციისთვის: ევროჯასტი (Eurojust) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის ორგანოა. მისი ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)