|
2022-09-27 12:39:34, 982 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები წარადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად წარადგინეს. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სამი კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა და მათ რეკომენდაციას 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს. "ეს ადამიანები არიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის, არიან პრინციპულები, აპოლიტიკურები, რაც მთავარია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეული, პრინციპული სახალხო დამცველის კანდიდატები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მე მინდა, რომ ამ ორგანიზაციების სახელით მოვუწოდო პარლამენტის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათ დაუჭირონ მხარი, წარადგინონ თავიანთ კანდიდატებად და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭი უყარონ და რაც მთავარია, პოლიტიკური კონსენსუსით შევარჩიოთ ახალი სახალხო დამცველი", - განაცხადა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა, გიორგი კლდიაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)