|
2022-09-26 18:17:21, 1264 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, ეს პარტია ანტიპოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა
მთავარი პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც აქვს გახლავთ ის, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ აქვს სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, გავლენების გადანაწილების პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ კეზერაშვილის საკითხის გააქტიურებაც სწორედ მათი პარტიის შიგნით დაგეგმილი პროცესია. „ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობთ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. ამ გადანაწილების პროცესის მომსწრეა ჩვენი საზოგადოება. თუ დანაშაული გაქვს ჩადენილი ან უნდა ამოეფარო პარტიას, ან უნდა ამოეფარო მედიას და ჰგონიათ, რომ ასე უფრო დაცულები იქნებიან. არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილის საკითხის გააქტიურება ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაგეგმილი პროცესი და რა თქმა უნდა კეზერაშვილის გადანაწილებაზეც მიდის ამ ჯგუფებს შორის „ბრძოლა“, სინამდვილეში ბრძოლა გავლენებისთვის უკავშირდება პარტიულ ფულს და პარტიულ მედიას“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)