|
2022-09-26 16:47:05, 1236 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - „ნაცმოძრაობას“ ერთს ვთხოვდი - ხაბეიშვილს ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ
როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული - მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთს სთხოვდა, ლევან ხაბეიშვილს ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია. „როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული – მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას, რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ ხელჩართული ჩხუბი იყო-თქო და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე, შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ. მათ ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია“. - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)