14:51 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 15:38:18, 1155 ნახვა

საზოგადოება
გლდანში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. V მიკრორაიონის N17- N8-N25 საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე სკვერში მისულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. აღნიშნულ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - გიორგი ცხადაძემ, სალომე ბაკურაძემ და ნათია დუმბაძემ მიიღეს. საღამო კი ჯგუფმა ,,გუფი ლენდმა" დაასრულა. 

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და ბავშვებს სწავლის დაწყება მიულოცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics