|
2022-09-26 15:00:46, 1197 ნახვა
პოლიტიკა
„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება“ - BMG-ის ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს
არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური, - BMG-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მოვიდა მოთხოვნა, რომ სხდომაზე სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მისულიყო. "არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია). მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ - აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი…. ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე - მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა",- წერს თელარია გელანტია. ცნობისთვის, 12 სექტემბერს BMG-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან "ბევრ კითხვას სვამდა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)