|
2022-09-22 16:40:49, 1318 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი, რომელიც მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა ეყოს
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და პროექტს უნდა ეყოს.
"რაც შეეხება, პროექტების დაფინანსებას, ჩვენ სულ გვესმის და მე ვადასტურებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო. უბრალოდ, არ უნდა მოგერიდოს იმის, რომ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, გარანტირებულად ყოველ წელს მიეღოთ თანხები, აწყენინო ცოტა, ცოტა და გადარჩენილი თანხებით დააფინანსო სხვა პროექტები. იმიტომ, რომ პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ეყოს ბევრ ადამიანს, პროექტს, ამ შემთხვევაში",- ამბობს წულუკიანი. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)