|
2022-09-22 12:16:53, 1344 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზი და მაგარია, რომ დიდი ხანია ჩრდილოელი მეზობლიდან რიგები დგას
ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან რიგები დგას, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას, სადაც რუსი მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. მისი თქმით, ხელისუფლება მიიღებს ყველა იმ ტურისტებს, რომლებსაც "უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ". "ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან რიგები დგას და ჩვენ, კანონის შესაბამისად, ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ მათ, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიაბრუნებენ უკან. რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა, იმიტომ რომ, თითქოს ბოლო დღეებს ითვლის პუტინის რეჟიმი, არ არის ასე - თვითონ აქვთ ჩაკეტილი და ჩვენ იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ, მივიღებთ",- ამბობს ზარქუა. კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებიც რეზერვში არიან, რეგიონის დატოვება აეკრძალათ. ამასთან ყველა მხრიდან რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. რუსეთსა და საქართველოს შორის, ლარსის გამშვებ პუნქტზე ათეულობით კილომეტრიანი რიგებია. ამასთან, 21 სექტემბერს 9:00 საათიდან რეგიონიდან გასვლა აკრძალულია. რეზერვში სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელებმა რეგიონის დატოვების ნებართვა უნდა მიიღონ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)