|
2022-09-21 16:04:21, 1016 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა
დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ ნაბიჯით რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ომს აგებს. "დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს - ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით. F35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას", - წერს სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი წლის ბოლომდე მართვის საადავეებს ჩამოშორდება, ქვეყანაში კი, ქაოსი დაიწყება. "წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)