|
2022-09-21 14:02:35, 1091 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია შპს „ბექაურის ვენახების“ ღვინის საწარმოში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხოდაშენში, კომპანიის „ბექაურის ვენახები“ ყურძნის მიღების პროცესს გაეცნენ და ღვინის საწარმო დაათვალიერეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს „ბექაურის ვენახები“ 100 ჰექტარზე მეტ ვენახს ფლობს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60,000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ღვინის წარმოების განვითარებისათვის, გაცემულია 316 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს თანადაფინანსება 58 მლნ ლარს აღემატება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)