16:50 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 12:03:15, 1126 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია,  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  მარანი დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბექა ნახუცრიშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52,000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230,000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ფერმერმა, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 35%-იანი თანადაფინანსებით, 25,000 ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ბექა ნახუცრიშვილის მარანი, წლიურად, 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. 

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 65 ღვინის მარანი და საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 19 მლნ  ლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ  ლარს აღემატება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics