07:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:57:05, 909 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული

ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, თურქეთი დებს უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოს ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით.

"ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ დებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით"- განაცხადა ერდოღანმა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics