|
2022-09-20 12:41:02, 991 ნახვა
საზოგადოება
„ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, მალევე გაისროლა“ - ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი
ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა,- ამის შესახებ ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ თავდასხმის ერთ-ერთმა თვითმხილველი, სოფო ნუცუბიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბანკში ამ დრომდე რჩებიან სხვა მომხმარებლები. „საქართველოს ბანკში მივდიოდი თანხის ჩასარიცხად, ჩექინი მქონდა გასაკეთებელი ბილეთზე და გვერდით "ავიაბილეთებში" შევედი უცებ, ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, არაფერი განსაკუთრებული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესულია და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე, თქვეს, რომ თანხის გამოსატანად არიან შესულებიო, მე ეს არ დამინახავს", - თქვა თვითმხილველმა. მისივე თქმით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ჯინსის ქურთუკი ეცვა, ეკეთა ნიღაბი და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)