|
2022-09-19 16:29:41, 955 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტს - თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია
„ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა სახსრებით შეიძინა რეზიდენცია ქობულეთში. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან წყნეთში მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ წყნეთში სახლი 2010 წელს შეიძინა, მისი ქონება კი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ გაზრდილა: „საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. ქონების დამალვის სურვილი რომ მქონოდა, ქონებას არა დედაჩემზე, არამედ, სხვაზე გავაფორმებდი. კიდევ გეუბნებით, თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და მის წინააღმდეგ გავრცელებული მსგავსი არასწორი ინფორმაციები ქართული ჯარის რეპუტაციის შელახვად და შუღლის გაღვივებად შეაფასა. მან სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბარში დააკონკრეტა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ართანაში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)